ზურაბ ჯაფარიძე გია გაჩეჩილაძეს - ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი

ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ თხოვენ, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი, - ასე მიმართა "გირჩი მეტი თავისუფლების"  ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "უცნობის კიდობანის" წამყვანს გია გაჩეჩილაძეს. 

"ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ თხოვენ, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი, მას აქვს საჯაროდ დადასტურებული, რომ შვიდი მილიონი აქვს მიღებული. დავგუგლო? პირველად გაიგე?", - მიმართა ჯაფარიძემ გაჩეჩილაძეს. 

"დავაგინო ახლა საჯაროდ შუა გადაცემაში, რომ არ მიუღია? ჩემი ძმის ამბავი მე თუ არ ვიცი, შენ იცი ჩემზე კარგად?", -  განაცხადა "უცნობმა".

"შენ შეიძლება კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ ხალხი ვერ გრძნობს, ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან", - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

თავისუფლების მონიტორმა 2020 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია გლობალ ბრენდი 7 მილიონი დოლარით დააფინანსა, რისკი კი სახელმწიფომ აიღო.

"სახელმწიფომ აიღო კი ბატონო რისკი, მაგრამ ეს რისკი არის ასაღები, თუ გინდა, რომ შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს. ასეთი რისკები არის ასაღები", — აცხადებდა ლევან გაჩეჩილაძე თავისუფლების მონიტორთან 2020 წელს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები