უკრაინის IT არმიამ "ვაგნერის" ვებსაიტი გატეხა - "დაქირავებულთა მონაცემები ჩვენ გვაქვს"

უკრაინის IT არმიამ ვებგვერდის გატეხვით მოიპოვა "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულთა ყველა პერსონალური მონაცემი, - წერს Telegram-ზე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი. 

"ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს რუს ტყვეებს უკრაინის ომისთვის, გატეხილია IT არმიის მიერ!

ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა პერსონალური მონაცემები! ყველა ჯალათს, მკვლელს და მოძალადეს მძიმე სასჯელი ემუქრება. შურისძიება გარდაუვალია!", - წერს ფედოროვი.

ადრე ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე "ვაგნერს" უწევს ორგანიზებას, პირადად მოუწოდებს რუს პატიმრებს უკრაინაში იბრძოლონ.

მსგავსი სიახლეები