ილია დარჩიაშვილი - საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა

პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც დგას ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატში. ეს იყო ერთ მთავარი საუბრის შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე გლობალურ გამოწვევებს რეგიონალურ გამოწვევებს და იმ გზებს თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებს აღვუდგეთ ეფექტიანად, ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

"საქართველოს ორი გაცხადებული, ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ პოლიტიკას, რათა საქართველო იყოს წარმატებული ამ მიმართულებით. თურქეთი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა, მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ჩენ ვაგრძელებთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციით და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

"საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენს რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა და ამ მიმართულებით საქართველს პრემიერ-მინისტრი როგორც თავად, ისე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა აქტიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს პროცესი განვამტკიცოთ, იმისთვის რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად ეფექტურად აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ჩვენს რეგიონში, როგორც იცით, ამ ომმა შესაბამისი ზეგავლენა იქონია, ისე როგორც მთელს მსოფლიოში და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი კოორდინაციით და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები