იაგო ხვიჩია - "გირჩის" სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას

"იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს გააჩნია და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან რთულია  მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში. ჩვენ ვერავის ვენდობით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ,  „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას  და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს ამერიკული მიმართულებით, სასამართლო უნდა გახდეს უკეთესი, სადაც დღის წესრიგში  არ დადაგება მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც, თავისთავად, ნელ-ნელა შემცირდება.

"მაგრამ, მანამდე სანამ ეს მოხდება, ჩვენ  სახალხო დამცველი მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის გვჭირდება, ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა. არც ერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ჩემს დაპირებას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები  მაინტერესებს. მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ მორჩება ადამიანების  დაყოფა იმის მიხედვით ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები არიან და ა.შ ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები