მედვედევი - რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა

რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ეშინიათ რეფერენდუმების, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში წერს.

"დონბასში რეფერენდუმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების" და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლების სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.

ისინი მთლიანად ცვლიან რუსეთის განვითარების ვექტორს ათწლეულების მანძილზე. და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, რადგან მათი განხორციელების და რუსეთში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება.

რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერც ერთი მომავალი ლიდერი, ვერც ერთი ოფიციალური პირი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილებების შეცვლას.

სწორედ ამიტომ ეშინიათ კიევს და დასავლეთს ამ რეფერენდუმების. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი ჩატარება“, – წერს მედვედევი.

ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების საზოგადოებრივმა პალატებმა ხელმძღვანელობას მოუწოდეს, სასწრაფოდ ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="medvedev_telegram/178" data-width="100%"></script>