ჭიათურაში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჭიათურაში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჭიათურაში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ქალაქში, კოსტავას ქუჩაზე, ასევე სოფლებში: ითხვისი, პერევისა და  ქვაციხე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

საბავშვო ბაღები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მერის მოადგილეებთან: გიორგი ბიწაძესთან, დავით ბიწაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  გახსნა.

ჭიათურის მერის განცხადებით, ბაღების მშენებლობა  ხელისუფლების  ერთ-ერთი პრიორიტეტია და ახალი ბაღი აშენდება ყველგან, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

"სოფელ ქვაციხეში დღემდე არ არსებობდა საბავშვო ბაღი და სააღმზრდელო დაწესებილებაში ბავშვები მეზობელ რაიონში დადიოდნენ. იგივე მდგომარეობა გახლდათ პერევისასა და ითხვისში.  სკოლამდელი დაწესებულების გახსნა დადებითად იმოქმედებს, რომ არ მოხდეს ადგილობრივი  მოსახლეობის  გადინება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

4 საბავშვო ბაღში  8 ახალი ჯგუფი გაიხსნა. ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში რეგისტრირებულია 200- მდე აღსაზრდელი და დასაქმებულია 100- მდე ადგილობრივი მცხოვრები.

აღნიშნული საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის  ჯამში  მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

უპრეცედენტო უწოდა 4 ახალი ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტში გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორმა  მაკა წერეთელმა. 

"სასიხარულო დღეებია ჭიათურაში. ახლა გაერთიანებაში 32 საბავშვო ბაღი გვაქვს. სადაც  არ გვქონდა და  კონტიგენტმა ამის საშუალება მოგვცა,  ყველგან მოვახერხეთ ბაღების მშენებლობა ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის მერიამ მოახერხა, დაგეგმა და შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა მაკა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები