თეთრი სახლი - პუტინი შესაძლოა, მობილიზაციისთვის ემზადება

თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მობილიზაციისთვის ემზადებოდეს.

ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების გათვალისწინებით, პუტინი "შეიძლება იყოს ორი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე".

ბაიდენის მრჩეველმა განმარტა, რომ ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისთვის მომზადება, რაც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა.

"რუსეთი ჩქარობს ამ რეფერენდუმების ჩატარებას ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებების საპასუხოდ, ასევე მოსამზადებლად პოტენციური მობილიზაციის ღონისძიებებისთვის“, - განაცხადა სალივანმა.

დღეს გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით,  მოსკოვის დროით 23:59 საათის შემდეგ, 18-დან 65 წლამდე  ასაკის მამაკაცებს რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის მიერ  ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვება აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები