გიგი უგულავა - პოლიციელობა რისკიანი პროფესია, ამას გათვალისწინება და პატივისცემა ჭირდება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან

პოლიციელობა რისკიანი პროფესია, ამას გათვალისწინება და პატივისცემა ჭირდება, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მან წარმატებული  სპეცოპერაციისთვის რიგით პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულების მიმართ ამ ადამიანებს უწევთ სისტემის და ქვეყნის დატოვება. 

"მადლობა მინდა ვუთხრა რიგით პოლიციელებს. ვინც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და რისკის ქვეშ იყო. თითოეული ასეთი შემთხვევა პოლიციელისთვის დიდ რისკს შეიცავს. ისინი გამოდიან სახლიდან და იციან, რომ, ღმერთმა ნუ ქნას,  შეიძლება უკან ვერც დაბრუნდნენ. ეს არის რისკიანი პროფესია, ამას გათვალისწინება და პატივისცემა ჭირდება,  პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან. როგორც კი პოლიციელს ავალებ იმას, რაც მისი საქმე არ არის, ის პოლიციელი ფუჭდება. ჩვენ ვხედავთ ბევრი ასეთი პროფესიონალის პროფესიულ გაფუჭებას.  როდესაც პოლიტიკური დავალების შესრულება ხდება იმის მაგივრად, რომ ებრძოლოს კრიმინალს, როდესაც არაუფლებამოსილი პირის, მაგალითად, ივანიშვილის გამო ნახევარი პატრული გადადისლოცირდება და გადმოდისლოცირდება, იმიტომ რომ ბიძინა სადღაც უსაფრთხოდ იყოს. როდესაც უფროსობას დამატებით ფულს აძლევენ, რომ პოლიტიკური დავალება შეასრულონ. ამას რიგითი ხედავს, რომელსაც უწევს ამის შესრულება. ამის შედეგია ის რომ მერე ამდენი პოლიციელი მიდის საზღვარგარეთ“,- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღეს ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე   შეიარაღებული თავდასხმა დამნაშავის დაკავებითა და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები