შოიგუ - ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300 ათას რეზერვისტს გავიწვევთ

მობილიზაციის დროს რუსეთის ჯარში 300 000 რეზერვისტის გაწვევას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

”ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, სულ 300 ათას რეზერვისტს გამოვიძახებთ”, - აღნიშნა მან.

შოიგუს თქმით, წვევამდელები და სტუდენტები, სავარაუდოდ, არ მოხვდებიან მობილიზაციის ქვეშ.

”რუსეთს აქვს უზარმაზარი მობილიზაციის რესურსი, თითქმის 25 მილიონი ადამიანი, 1%-ზე მეტი ექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას”, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები