რომან გოცირიძე - კრიმინალისა და ხელისუფლების ერთმანეთთან შერწყმა ქმნის დანაშაულებების მატების სურათს ყველა სფეროში

კრიმინალისა და ხელისუფლების ერთმანეთთან შერწყმა ქმნის დანაშაულებების მატების სურათს ყველა სფეროში, - ამის შესახებ  Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.  

მისი თქმით, დემაგოგიაა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ბანკებს ყველა ქვეყანაში ძარცვავენ. 

"ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ბანკების ძარცვა ყველგან ხდება, მაგრამ ესებუას მიერ ბანკის გაძარცვიდან მეათე შემთხვევაა უკვე.  4 მილიონიან საქართველოში  ამ პერიოდში თუ 10-ჯერ გაიძარცვა ბანკი, მაშინ საფრანგეთსა და გერმანიაში  200-ჯერ უნდა გაეძარცვათ, რაც არ ხდება და  დემაგოგიაა სხვაგან იშვიათად მომხდარი ფაქტების ჩვეულებრივ ამბად გასაღება. 

რა თქმა უნდა, ეს არის "ქართული ოცნების“ 10-წლიანი   მმართველობის შედეგი, რამაც ქვეყანა სიღატაკემდე და  ემიგრაციამდე  მიიყვანა. ქვეყანაში არსებული ფონი, განუკითხაობა, კრიმინალისა და ხელისუფლების  ერთმანეთთან შერწყმა,  რომელიც საბოლოოდ საარჩევნო თანამშრომლობაში გადაიზრდება ქმნის ასეთი დანაშაულებების მატების სურათს ყველა სფეროში, მათ შორის მძიმე დანაშაულების“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები