წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერი ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეები მიიღო. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, ისაუბრეს პროგრამის მიზნებზე, გამოცდილებათა გაზიარების, პროფესიული უნარების განვითარებისა და კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეებთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებას. 

მერმა სტუმრები პირველ ოქტომბერს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულზე "შემოდგომის წყალტუბო’’ მიიწვია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები