ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ვერაფერს შეცვლის

რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ვერაფერს  შეცვლის, - ამის  შესახებ  Front News-ს  პოლიტიკის ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთს მაინც მოუწევს საკუთარი მარცხის აღიარება. 

"რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება  ვერაფერს  შეცვლის. ისინიც ისეთივე საზარბაზნე ხორცად იქცევიან, როგორადაც იქცნენ აქამდე. რუსეთს მოუწევს აღიარება, რომ  წარუმატებელი არიან.  დასავლეთი კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მეტი ხალხი დაიხოცება, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

რახც შეეხება დასავლეთიდან  ბირთვულ შანტაჟს, რომლის შესახებაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბატიაშვილის თქმით,  ეს რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.  

"ეს არის პუტინის  ბოდვა და ბოდვები ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ახლა რუსეთი არის, არაა კარგი თანამგზავრი და ეს ცუდად დამთავრდება როგორც მისთვის,  ასევე რუსეთისთვის“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი მათ ბირთვული შანტაჟით ემუქრება, რისთვისაც საკადრის პასუხს გასცემს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები