ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. 

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში. 

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები