ბაიდენი - სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ამ ომმა უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში

ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს ომი ერთმა კაცმა აირჩია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში, სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა უსირცხვილოდ დაარღვია გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპები და ქვეყნის მიერ მეზობლის ტერიტორიების ძალის გამოყენებით წართმევის აკრძალვა.

ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის. პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. 

დღეს ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის ისტორიისა და კულტურის ცენტრებზე. აღმოჩენილია რუსეთის სისასტიკეებისა და ომის დანაშაულებების მტკიცებულებები. ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, პირდაპირი და მარტივად, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები