ბაიდენი - ომი უკრაინაში სამართლიანი პირობებით უნდა დასრულდეს

უკრაინას აქვს იგივე უფლებები, რაც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს და ომი სამართლიანი პირობებით უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როგორც თქვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უნდა, რომ ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობებით, რომლებსაც ჩვენ ყველა დავეთანხმებით. არ შეიძლება ძალით დაიპყრო ქვეყნის ტერიტორია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას არ ეთანხმება, არის რუსეთი. 

ამიტომ, გაეროს თითოეულმა წევრმა მტკიცედ და თანმიმდევრულად, დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ უკრაინას აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წერტილი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები