ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ორივე მხრიდან საცობებია

ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.   ისინი საქართველოში შემოდიან როგორც საჰაერო ისე სახმელეთო,  ლარსის გზით. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორივე მხრიდან საცობებია.

როგორც საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ,  უამრავი ადამიანი ცდილობს რუსეთის ფერედაციიდან გამოსვლას. 

"ავიაბილეთები ფიზიკურად აღარ იშოვება და გაძვირებულია, ბევრი ნაცნობი ჩემს გარშემო ტოვებს უკრაინის ფედერაციას. მე არ მინდა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა“, - აცხადებს თბილისის აეროპორტში შემოსული რუსეთის მოქალაქე. 

რუსეთიდან ადამიანების გადინების მეორე ტალღას პროგნოზირებს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე. 

"მე 5 კვირის წინ შევიძინე ბილეთი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ახლა უამრავი მოქალაქე გამოიქცევა ქვეყნიდან. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნიდან გადინების შემდეგი ტალღა დაიწყება. ვფიქრობ,  რომ მომავალი რამდენიმე კვირა პანიკა არ შენელდება“, - განაცხადა რუსეთის მოქალაქემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები