ზალუჟნი - გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენ მიწაზე იარაღით მოვა, ნებაყოფლობით თუ მობილიზაციით

რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე იბრძოლონ თავისუფლებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზაციით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი პუტინის განცხადებას რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წელი და 7 თვეა აკავებენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ.

"მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება", - წერს ის.

ზალუჟნის თქმით, ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს საკუთარ მიწას, სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს.

"ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოვა იარაღით - ნებაყოფლობით ან მობილიზაციით", - განაცხადა ზალუჟნიმ.

მსგავსი სიახლეები