მიხეილ სააკაშვილი - ამ არმიის მთავარი ამოცანა იყო მოსკოვის დაცვა და ნატოზე მთავარი შეტევის მიტანა და ახლა უკრაინის მიწაზე სამარცხვინოდ შეწყვიტა არსებობა

ეს არის პირველი საერთო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ. პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა  - გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რითაც ნატოს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"დღეს ამერიკამ გამოაცხადა, რომ მზადაა უკრაინას გადასცეს ყველაზე თანამედროვე ტანკები - აბრამსები. ამავე დროს ესპანეთმა უკვე დაიწყო უკრაინული ეკიპაჟების მომზადება. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. პუტინი თავისი სისულელეებით ძალიან დაგვეხმარა. 

რაც შეეხება რუსეთში მობილიზაციას - ჩემი პროგნოზია, რომ დაგეგმილი სამასი ათასიდან, ოცდაათსაც ძლივს შეკრებენ. ვოენკომატების სისტემა მთლიანად მოშლილი აქვთ და რუსეთისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ფრონტზე მოხვდებიან მხოლოდ წლის ბოლოს, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნება. ეს არის პირველი საერთო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ. პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა  - გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რითაც ნატოს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს. ამის შემდეგ გაიყვანს ჯარს და რუსებს ეტყვის, რომ ის კონცენტრირდება ნატოსგან რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე და ამით გაამართლებს სრულ სამხედრო კრახს. სხვათაშორის, რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. 

ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის.

P.S ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთის მთავარი პირველი სატანკო არმია განადგურებულია და შეწყვიტა არსებობა. ამ არმიის მთავარი ამოცანა იყო მოსკოვის დაცვა და ნატოზე მთავარი შეტევის მიტანა და ახლა უკრაინის მიწაზე სამარცხვინოდ შეწყვიტა არსებობა", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები