რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის "აზოვსტალის" დამცველები გათავისუფლდნენ

215 უკრაინელი გმირი მეომარი თავისუფალია. ესენი არიან სამხედროები, პოლიციელები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ჯარისკაცები, მებაჟეები, სამოქალაქო პირები, მათ შორის არიან ოფიცრები, უკრაინის გმირები, აზოვსტალის დამცველები.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურები უკრაინის დამცველების ტყვეობიდან გათავისუფლების ფოტოებს აქვეყნებს. 

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 215 ადამიანი, მათ შორის, 200 დამცველი პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალეს.

უფრო კონკრეტულად რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 118 სამხედრო, 9 პოლიციელი, 9 მესაზღვრე. გათავისუფლებულთა შორის არის 10 უცხოელი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ.

უკრაინამ რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკთან ერთად რუსეთის 50 მოქალაქე გადასცა.

გაცვლის დროს გაათავისუფლებულია ხუთი მეთაური: "აზოვი" - დენის "რედისი" პროკოპენკო, სვიატოსლავ "კალინა" პონომარი, ოლეგ ხომენკო, 36-ე ბრიგადა - სერგეი "ვოლინა" ვოლინსკი და დენის შლეგა მე-12 ბრიგადიდან.

უახლესი ამბები