უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 55 510 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.09-მდე: ტანკები - 2 236 (+9), ჯავშანტექნიკა - 4 776 (+28), საარტილერიო სისტემები - 1341 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 318 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 169 (+1), თვითმფრინავი - 253 (+0), ვერტმფრენები - 218 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 941 (+9), ფრთოსანი რაკეტები - 240 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 630 (+20), სპეციალური ტექნიკა - 125 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.