ლევან მურუსიძე - სოსო გოგაშვილს არ მივცემდი იმის უფლებას, რომ ჩარეულიყო რომელიმე კონკრეტული საქმის ვითარებაში

მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. ამის შესახებ მურუსიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"გოგაშვილმა ძალიან უხეშად მოიხსენია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე რომ არ ჩაერია სიტუაციაში, შესაბამისად მის მიმართ ჩაიდინა მტრობა. შესაბამისად, მათ არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ. აბსურდია რეალურად, როგორ შეიძლებოდა ასეთი განაწყენების პირობებში მათ რაიმე ურთიერთობა ჰქონოდათ. 

არავითარი ახლობლური ურთიერთობა მიხეილ ჩინჩალაძესთან სოსო გოგაშვილს ვერ ექნებოდა. სოსო გოგაშვილს ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მას ვერ ექნებოდა ჩემთან სამსახურებრივი ურთიერთობა, რადგან არ მივცემდი იმის უფლებას, რომ ჩარეულიყო რომელიმე კონკრეტული საქმის ვითარებაში“, - განაცხადა მურუსიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები