რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს დაკეტავს იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი ეტყვის

საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს დაკეტავს იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთი ეტყვის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პუტინის ნების გარეშე აქ რუსეთის მოქალაქეები ვერ შემოვლენ, რადგან  შემოდიან, ეს ნიშნავს, რომ ეს  მის ინტერესშიც შედის. 

"თუ რუსეთი ეტყვის, რომ ჩაკეტე, იმიტომ რომ დეზერტირები მოდიან და მე ეს ხალხი უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიყვანო, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეასრულებს, მაგრამ რაში სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას ვინმესთვის ხვეწნა, რადგან თუ თვითონ არ გამოატარა, ისე ეს ხალხი აქ ვერ შემოვა. 

ამიტომ ჩვენ დავინახავთ, რუსეთი გაატარებს თუ არა რაღაც ნაწილს და როგორი იქნება ეს სელექციური მიდგომა“, - განაცხადა გოცირიძემ. 

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება“ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის კარებს ფართოდ უხსნის საკუთარი სამშენებლო ბიზნესის გამო. აქ ჩამოსული ხალხი საკუთრებას იძენს და მკვიდრდება, რისი შედეგებიც მოკლე ხანში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები