უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 56 060 (+550) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.09-მდე: ტანკები - 2 254 (+18), ჯავშანტექნიკა - 4 796 (+20), საარტილერიო სისტემები - 1355 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 326 (+8).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 170 (+1), თვითმფრინავი - 254 (+1), ვერტმფრენები - 219 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 950 (+9), ფრთოსანი რაკეტები - 240 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 659 (+29), სპეციალური ტექნიკა - 126 (+1).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.