ჭიათურაში ზურაბ წერეთლის სახელობის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაიხსნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი  მოედანი შეემატა. ტოლსტოის ქუჩაზე, ყოფილი მე-10 სკოლის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე ტიპის სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ახლადაშენებულ სტადიონს ცნობილი ჭიათურელი ფეხბურთელის, თბილისის "დინამოსა" და ტაშკენტის "ფახთაქორის" ყოფილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის სახელი მიენიჭა.

საზემო ღონისძიებას და სტადიონის გახსნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მოადგილე დავით ბიწაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი  მამუკა კვარაცხელია, ზურაბ წერეთლის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა  და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"დღეს გავხსენით ახალი  სპორტული მოედანი, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის სახელი მივანიჭეთ.ეს ტერიტორია წლების განმავლობაში ნანგრევებად იყო ქცეული და  ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.  ბოლო პერიოდში  ჭიათურაში  ოთხი ახალი მინი-სტადიონი აშენდა, ხოლო ექვს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

"ძალზე სასიხარულო დღეა ჩემი ოჯახისთვის.დიდი მადლობა მამაჩემის,ზურაბ წერეთლის დაფასებისა და პატივგებისათვის. მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი  მოედანი  შეემატა ჭიათურას. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი, დიდი თუ პატარა სტადიონი, ხელს შეუწყობს  ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და ამ სტადიონზე აუცილებლად გაიზრდებიან მომავალი ფეხბურთელები“, - განაცხადა ანა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები