ეკა ბესელია - რომელ განაჩენს შეიძლება ჰქონდეს ნდობა, როდესაც სასამართლოს შიგნით, მცირე გამონაკლისის გარდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები?

რომელ განაჩენს,  ვერდიქტს შეიძლება ჰქონდეს ნდობა, როდესაც, ხედავ სასამართლოს შიგნით,  მცირე გამონაკლისის გარდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები? - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რითაც  მოსამართლების დაფარულ  ქონებებთან დაკავშირებით იოსებ გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. 

ბესელიას თქმით,  სწორედ ამიტომ ეძახიან სასამართლო სისტემას კლანს, რომ  ოჯახურ -კორპორატიული დახურული სისტემა შექმნეს. 

"ვინ რამდენ ჰექტარ მიწას ფლობს და ვინ რამდენ ათას  იხდის ამაში, ეს ფაქტები არის შოკისმომგვრელი. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან ხდებოდა საკუთარი მეურნეობების მართვის ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. წარმოუდგენელ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. რომელმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რომელი მოქალაქის ბედი? რომელ განაჩენს,  ვერდიქტს შეიძლება ჰქონდეს ნდობა, როდესაც ხედავ სასამართლოს შიგნით მცირე გამონაკლისის გარდა, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, კორუფციაში არიან ჩაფლულები? რომელი უკანონო მოსმენა უნდა გააკონტროლოს მოსამართლემ? ჩინჩალაძის და მურუსიძის სასამართლომ, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრები დაასაქმეს? იგივე მათიკაშვილის მეუღლე, რომელსაც 6-ჯერ უარი უთხრეს და როდესაც მათიკაშვილი გახდა დეპუტატი, კომიტეტში ჩემი მოადგილე, კლანთან გარიგების შემდეგ მისი მეუღლე გახადეს მოსამართლე. ზარდიაშვილის მეუღლე  მოსამართლეებს აფასებს. ასეა სხვებიც, ოჯახის წევრები ჰყავთ დასაქმებული, რატომ უწოდებენ კლანს?  რაღაც ოჯახური კორპორატიული სისტემა ააწყვეს“, - განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები