გიორგი ქუფარაშვილი - კეთილი უნდა ინებონ და თავის ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი

მათ თავის სახელმწიფოს არ გაუწიეს წინააღმდეგობა და  ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს პუტინის მოქმედებებს, კეთილი უნდა ინებონ და თავი ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი,  -  ამის შესახებ  "აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქუფარაშვილმა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, მობილიზაციით რუსეთმა აღიარა, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს უკრაინის კონტრშეტევას. 

"ბრძოლა გრძელდება,  კონტრშეტევები მიდის. რუსეთმა უკვე ფაქტობრივად აღიარა,  რომ მისი სამხედრო გეგმები ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით ჩაიშალა. ის ვეღარ უწევს წინააღმდეგობას უკრაინულ სახმელეთო ჯარს,  ამიტომ ჭირდება მობილიზაცია. მობილიზაცია ასე ადვილად ვერ ხდება. ამას ჭირდება მომზადება, თუმცა ჩვენ ვხდებით, რომ მოუმზადებლებსაც გადმოყრიან. რუსეთი ასე იყო ისტორიულად, მაინცდამაინც არ განიცდიდა თავისი ხალხის სიცოცხლეს“, - განაცხადა ქუფარაშვილმა.

მისი თქმით, მობილიზაციას გამოქცეული ადამიანები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არ უნდა შეუშვან, რადგან მათ თავისი ქვეყნის ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ გაუწიეს.  

"გარბიან სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მოქალაქეებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის  საქართველოში შემოსვლის.  მათ თავის სახელმწიფოს არ გაუწიეს წინააღმდეგობა,  როცა მათ დაიწყეს ანექსია გინდ საქართველოს, გინდ უკრაინის წინააღმდეგ. დუმილი თანხმობის ნიშანი იყო, ფაქტობრივად,  მხარი დაუჭირეს პუტინის მოქმედებებს. კეთილი უნდა ინებონ და თავის ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი“, - განაცხადა ქუფარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები