ენგურის ხიდთან აქცია - "აფხაზეთი საქართველოა" გაიმართა

ენგურის ხიდთან აქცია - "აფხაზეთი საქართველოა" გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ადმინისტრაციულ ხაზთან იყვნენ მისული და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებენ. 

მათი თქმით, აქციის მიზანი იმ დეზინფორმაციის დანგრევაა, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან.  

"​ჩვენ ახლა ვართ ენგურის ხიდთან, აფხაზეთთან ახლოს და ვატარებთ აქციას, რომლის მოთხოვნაა ჩვენი ერის მშვიდობიანი გაერთიანება. აქ არის ასევე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია "ამბრა", რომელიც ასევე მუშაობს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ჩვენ გვინდა დავანგრიოთ დეზინფორმაცია, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას ტვინს ურეცხავენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან", - განაცხადა დაურ ბუავამ.

უახლესი ამბები