"დადგა გადამწყვეტი მომენტი", - ზელენსკიმ რუსებს კიდევ ერთხელ მიმართა

მას შემდეგ, რაც რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა  მობილიზაცია გამოაცხადა, რუსების ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. მათ უნდა გააკეთონ მნიშვნელოვანი არჩევანი - მიიღონ გამოძახება და მოკვდნენ უცხო ქვეყანაში ან გააგრძელონ ცხოვრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას თავად რუსებმა დასაფლავება უწოდეს.

"რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თავის მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნის, სხვა ვარიანტები არ განიხილება. რუს მეთაურებს არ აინტერესებთ რუსების სიცოცხლე - მათ უბრალოდ უნდა შეავსონ დაღუპულთა, დაჭრილთა, გაქცეულ ან დატყვევებულ რუს ჯარისკაცთა ცარიელი ადგილები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამავდროულად, რუსული არმიის მეთაურებს არ აინტერესებთ, ვინ შეავსებს ამ ადგილებს - ახალგაზრდა IT სპეციალისტები, რომლებიც არასდროს უმსახურიათ, თუ პენსიონერები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ჯარში მსახურობდნენ.

"ამიტომ, ახლა არის ყველა თქვენთაგანისთვის საკვანძო მომენტი - სწორედ ახლა წყდება, დასრულდება თუ არა თქვენი სიცოცხლე. სჯობს არ მიიღოთ გამოძახება, ვიდრე მოკვდეთ უცხო მიწაზე, როგორც ომის დამნაშავე. კრიმინალური მობილიზაციისგან თავის დაღწევა სჯობს მერე აგრესიულ ომში მონაწილეობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგომას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია რუსები ტყვედ ჩაბარდნენ უკრაინელებს, ვიდრე მათი შეიარაღებული დატყმების შედეგად  დაიხოცონ.

"ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი დარტყმის ქვეშ, რადგან უკრაინა იცავს თავს ამ ომში - ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს, ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჩვენ თავისუფლებას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან უკრაინის მიერ რუსი ჯარისკაცებისადმი გარანტიების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"პირველი: ცივილიზებული მოპყრობა ყველა კონვენციის შესაბამისად.

მეორე: დატყვევების გარემოებების საიდუმლოდ შენახვა. რუსეთის ფედერაციაში ვერავინ გაიგებს, რომ ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო.

მესამე: თუ ჯარისკაცს არ სურს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება, უკრაინა იპოვის გზას და დაეხმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს თავისი გამარჯვებისთვის.

"რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს: ოკუპანტს ვერავითარი ხრიკი ვერ დაეხმარება. ჩვენი მებრძოლების გმირობა და სიმამაცე, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის სურვილი, რომელმაც მთელი ჩვენი ხალხი გააერთიანა, ეჭვს არ ტოვებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა დამპყრობელი ჩვენს ტერიტორიაზე აუცილებლად განადგურდება. ამას გპირდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები