გიორგი მუმლაძე - ნიკა მელია რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ.

მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ და ასევე მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"მითხრა - შენ ხარ პროვოკატორი, რაზეც ჩემი მხრიდან არ დავმალავ იყო ასეთი რამე - მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რეალურად, მისი დაცვის წევრების ნაწილი, ასევე მძღოლი და კიდევ სხვა პირები ჩართული იყვნენ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

რაც შეეხება ნიკა მელიას, რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების. დღეს ასტრალში გავიდა ერთ-ერთი და პირადში დაიწყო მუქარა, რომ გამიხვრეტდა შუბლს. ეს ხალხი მოქმედებს "ქართული ოცნების" ხელდასმით და დაფარებით, თორემ ამას ვერ გაბედავდნენ, ეს ადამიანი არის თენგო სანაია.

გვინდა კარგი, ძლიერი იარაღი ბიძინა ივანიშვილთან და რუს ოლიგარქიასთან საბრძოლველად? მაშინ ყველამ ერთად ვთქვათ - წავიდეს ნიკა მელია.

სიმართლე უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც წლებია აძლევს ხმას ამ პარტიას, რათა დასკვნები თავად გააკეთონ, თუ როგორ და რა მეთოდებით ისჯება განსხვავებული აზრი, ამ პარტიის ხელმძღვანელობის მიერ!", - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgiorgi.mumladze.35%2Fvideos%2F1257383778383204%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>