შალვა ხაჭაპურიძე - დაახლოებით ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, თითქოს ქიმიოთერაპიას უტარებდნენ

თითქოს ქიმიოთერაპიას უტარებდნენ, დაახლოებით ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ძალიან სწრაფად იკლებს წონაში, უჭირს გადაადგილება. 

ადვოკატის თქმით, ხელისუფლების მიერ უცხოელ ექსპერტთა  მუშაობის შეფერხების გამო, მან მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში გამგზავრების, სადაც  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელ ექიმებთან შეხვედრებს მართავს. 

"მივიღე გადაწყვეტილება,  მისი ავადმყოფობის ისტორია, ნათარგმნი, ჩამოვიტანო თურქეთში, სადაც შედგება ექიმთა კონსილიუმი. საუბარია გასტროენტეროლოგებსა და ნევროლოგებზე, ამ ორი პროფილის მედიკოსებზე, რომ ამ ექიმებთან გავიარო კონსულტაციები, რა ჭირს ამ პიროვნებას. კერძოდ, რომ ის ყოველდღე  სუსტდება, უჭირს გადადგილება. აღარ მოვყვები დეტალებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება. 

ჩემი ვიზიტის მიზანია, სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, მანამ გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე იქნეს გადარჩენილი. 

ყველას გყავთ, ალბათ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც "ქიმიას“ იღებენ, დაახლოებით ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, თითქოს ქიმიოთერაპიას უტარებდნენ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ კლინიკა "ვივამედში“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები