ბექა დავითულიანი - რუსეთში არსებულ რეჟიმს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისინი გაუშვან ბრძოლის ველზე და ზიანი მიაყენონ უკრაინას?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ნაკადი ამ ეტაპზე სრულად ექვემდებარება კონტროლს.

"ჩვენ დღეის მდგომარეობით შესაბამისი სამსახურებიდან, მათ შორის სპეცსამსახურებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ნაკადები სრულად ექვემდებარება კონტროლს, არავითარ საფრთხეს ამ ეტაპისთვის და ამ რაოდენობით ჯერ არ წარმოადგენს.

სავიზო რეჟის შემოღებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როცა ვმანევრირებთ ყველა რისკის დაზღვევით და ამ თვალსაზრისით კარგად მივდივართ, ასეთი მკაფიო მანევრები საჭირო არ არის. რა ლოგიკაა, რომ არ შემოუშვათ რუსეთიდან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ომი და არ სურთ ფრონტის ხაზზე წასვლა. ანუ, რუსეთში არსებულ რეჟიმს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისინი გაუშვან ბრძოლის ველზე და ზიანი მიაყენონ უკრაინას? ჩვენ ხომ უკრაინას ხელი უნდა შევუწყოთ ომში გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი ინტერესიცაა, რომ თუ ჩვენს ინტერესებს არ დააზიანებს, მაშინ მივიღოთ, ვისაც იქ წასვლა არ უნდა. რუსეთის ხელისუფლებას ხალხის მობილიზების პრობლემა თავად აქვს და 28 რიცხვიდან საზღვარს ისედაც კეტავს. ამიტომ ეს საკითხი აქტუალური საერთოდ აღარ იქნება“, – განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები