არჩილ თალაკვაძე - ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, კანონზომიერია, რადგან პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები.

"პარტია, რომელსაც არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები, რასაკვირველია, განწირულია ასეთი კონფლიქტებისთვის. ძალაუფლების განაწილებისთვის მინიმუმ სამი ჯგუფი იბრძვის. ნიკა მელიას ჩამოშორების მცდელობაა, რაზეც მიუთითებს ის თავდასხმები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის მნიშვნელოვანი არ არის. 

სერიოზული სიახლეა ის, რომ ამ პროცესის შედეგად, ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი სივრცე ჩნდება, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მიერ შეივსება. 

რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია "ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ. ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით. როცა გავლენას ვახსენებ, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. საზოგადოება ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა. ეს პარტია ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული და ანტისაზოგადოებრივი, ანტიპოლიტიკური მოძრაობა“, – აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები