ბაჩო დოლიძე - სუს-ს და "ქართულ ოცნებას" არ დავუზიანებივართ ისე, როგორც ამ კონკრეტულმა ჯგუფმა დაგვაზიანა

სუს-ს და "ქართულ ოცნებას" არ დავუზიანებივართ ისე, როგორც ამ კონკრეტულმა ჯგუფმა დაგვაზიანა, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ მოძრაობის "საქართველოსთვის“ და მისი აქტივისტის გიორგი მუმლაძის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, პროვოკაცია იყო მუმლაძის "ნაციონალურ მოძრაობის" ოფისში მისვლა და ასეთივე პროვოკაცია მოყვებოდა ტელევიზიაში მელიასთან მის შეხვედრას. 

"სუს-ს და „ქართულ ოცნებას“ არ დავუზიანებივართ ისე, როგორც ამ კონკრეტულმა ჯგუფმა დაგვაზიანა.  ზუსტად ვიცი, ვხედავ უკვე, რომ მიზანმიმართულ პროვოკაციას ქონდა ადგილი, ოფისში მისვლასაც, პროვოკაცია იქნებოდა ტელევიზიაშიც ნიკა მელია რომ შეხვედროდა მათ.

თუ ვინმეს სურს "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება, ეს არის "ქართული ოცნება", აღნიშნული დავალება შესასრულებლად აქვს მიღებული სუს-ს“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს, რასაც  შედეგად პარტიის წევრის თენგიზ სანაიას დაკავება მოყვა. 

"გიორგი მუმლაძე  სანამ სკრინებს გამოაქვეყნებდა, იყო შეურაცხყოფა თენგო სანაიას მიმართ, გარდაცვლილი ყავს დედა და შეიძლება პასუხიც გასცა, რომელიც საბოლოო ჯამში გამოფინეს საჯაროდ, ამის შემდეგ ხდება ამ ადამიანის დაკავება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები