გიგა ბოკერია - მთავრობის შეცვლის გარეშე, ახლა საერთოდაც რომ ჩაკეტონ საზღვარი, ეს ჩვენს საფრთხეს ვერ მოხსნის

მთავრობის შეცვლის გარეშე, პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა საერთოდაც რომ  ჩაკეტონ საზღვარი, ეს ჩვენს საფრთხეს ვერ მოხსნის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ  გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, არასწორია ამ ხელისუფლებისგან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნა, ფოკუსი მთავრობის შეცვლაზე უნდა გაკეთდეს.  

"მტრული ქვეყნიდან მოქალაქეების შემოსვლა,  რა თქმა უნდა,  არის უზარმაზარი საფრთხე. ოღონდ ფოკუსი უნდა გვქონდეს ჩვენი მთავრობის შეცვლაზე. 

მთავრობის შეცვლის გარეშე, პუტინის ინტერსებიდან გამომდინარე, ახლა საერთოდ რომ  ჩაკეტონ საზღვარი, ეს ჩვენს საფრთხეს ვერ მოხსნის. იმიტომ რომ დიდი რაოდენობით მიგრანტები უკვე შემოსულები არიან. ტურისტები კი არა, მიგრანტები უკვე აქ არიან. 

თუ არ გყავს ხელისუფლება, რომელიც შენ ეროვნულ ინტერესებს იცავს და გყავს ხელისუფლება, რომელიც პუტინის საქმეს აკეთებს, რათა გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ამ პირობებში არც საზღვრის დროებითი ჩაკეტვა გიშველის, მითუმეტეს, სავიზო რეჟიმი, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლება აკეთებს იმ საქმეს, რომელიც შენს მტერს სჭირდება. სრულიად საკმარისია სადაზვერვო ქსელის გასაფართოებლად ის რაოდენობა მიგრანტების, რაც შემოსულია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები