უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიშ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
ამ მოგებით საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონში მონაწილე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.
ვინ შეხვდება საქართველოს 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.