ვახტანგ გომელაური - 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი დღიურად და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბოლო 5 დღეში რუსეთიდან საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, არასწორია. 

"ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი დღიურად და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% გადის“, - განაცხადა მინისტრმა.

მან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

"რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? 2011-ში ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და რუსებს თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში, "შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება კრიმინილას შესაძლო გაზრდას რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ფონზე, გომელაურმა განაცხადა, რომ კრიმინალის გაზრდის სტატისტიკა შეიძლება, ისედაც გაიზარდოს, ან დაიწიოს. 

"რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმისა, რომ გაიზარდოს. შეიძლება, არც გაიზარდოს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, ბოლო ხუთი დღის შემდეგ იყო 5 500 ადამიანი. გუშინ წინ იყო 11 200 ან 11 400, გუშინ 10 400 ან 10 500 იყო. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით. ეს არის რიცხვები, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, არ ვიცი. ლარსზეა ყველაზე მეტი მოქალაქე. ძალიან ცოტა მოქალაქე შემოდის როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. შეიძლება, 10 პროცენტიც არ არის, ნაკლები“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები