არასამთავრობოებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძის და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.

როგორც  კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  ბაია პატარაიამ  განაცხადა, კანდიდატურები საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების შედეგად შეირჩნენ. 

მისივე განმარტებით, სხვა აუცილებელ კომპეტენციებთან ერთად კანდიდატს ადამიანის უფლებათა დაცვით სფეროში 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა და ამასთან არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული. 

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილეა, ანა აბაშიძე არის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატი. ნაზი ჯანეზაშვილი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და ორგანიზაციის "სამართლის გუშაგი“ დამფუძნებელი. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები