პირველ ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო -2022“ აღინიშნება

პირველ ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო -2022“ აღინიშნება. 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, წელს ქალაქის მთავარი დღესასწაული იქნება ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული.

სახალხო დღესასწაულს დაესწრებიან დელეგაციები წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქებიდან (შილუტე, სალდუსი, უნგენი, უნიევო) სტუმრები გაეცნობიან ქართულ ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები, საგამოფენო სივრცეები. 

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაიწურება ყურძენი და ჩამოისხმება ბრენდირებული ღვინო - "წყალტუბო’’, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნება წარმოდგენილი. 

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია.

"შემოდგომის წყალტუბო -2022“ საზეიმო კონცერტით დასრულდება. ღონისძიებას გახსნის ფოლკლორული ანსაბლი "ნადური’’, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართველი კომპოზიტორთა შედევრებს შეასრულებს, დღესასწაულზე იმღერებს ასევე, გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდი.

უახლესი ამბები