ირაკლი კობახიძე - მდიდარმა არასამთავრობოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კლანის პრინციპებით მოქმედებენ

არასამთავრობოების მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ისეთივე სამართლიანი კონკურსი, როგორიც არის გამოცხადებული ნებისმიერი პირისთვის, ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული და ვერც ვერავის დავჩაგრავთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"მდიდარმა არასამთავრობოებმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურული.

ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია, განაცხადი შემოიტანოს იმ საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერ არის გამოცხადებული. ამის შემდეგ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ და თუ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს დაასახელებენ. მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული, ვერც ვერავის დავჩაგრავთ. კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება დაცული. რაც შეეხება, მდიდარი ენჯეობის შემოთავაზებულ დახურულ პროცედურას, ამას ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ომბუდსმენობის კანდიდატებად ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები