ლევან ბეჟაშვილი - საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს, როგორი სტრატეგიით ჯობია კანდიდატების წარდგენა

საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს, როგორი სტრატეგიით ჯობია კანდიდატების წარდგენა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით  განაცხადა. 

მისი თქმით,  ჯერჯერობით რაიმეს თქმა ძნელია, რადგან კანდიდატების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 

"სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია, შეიძლება მათ რიცხვს კიდევ 2 კანდიდატი დაემატოს. ჯერჯერობით რთულია საუბარი, რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, დამოკიდებული იქნება შემფასებელი კომისიის კონკრეტულ შეფასებებზე, იმავდროულად საპარლამენტო ოპოზიცია ალბათ, კონსულტაციებს გამართავს, როგორი სტრატეგიით ჯობია კანდიდატების წარდგენა, რომ ამ კანდიდატებმა შემდგომში უმრავლესობის მხარდაჭერაც ჰპოვონ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.  

სამოქალაქო სექტორმა დღეს სახალხო დამცველობის სამი კანდიდატურა - გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები