“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

“საქართველოს ბანკი”, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში  აგრძელებს.  ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს Startup Grind-ის ტრადიციული შეხვედრების მომდევნო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

ტრადიციულ პანელზე Phubber App-ის დამფუძნებლები: ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სტარტაპის ზრდას, მის საერთაშორისო ბაზარზე  გასვლასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. 

“საქართველოს მსგავს პატარა ბაზარზე სტარტაპის შექმნა თავისთავად მოიაზრებს საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებას. ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენი სტუმრები ამ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესის შუაგულში არიან. რეგიონში მიმდინარე ომისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად მათ შეძლეს წარმატების მოპოვება“, ამბობს გიორგი ტუხაშვილი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი. 

ინფორმაციისთვის, Pubber App პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. აქ შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორადი ნივთების აღმოჩენა. სტარპატი 2019 წელს დაარსდა და 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 

500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ფაბერმა შეძლო უკრაინის ბაზრის ათვისება. კომპანიის შემდეგი მიზანი ყაზახეთი და უზბეკეთია. 

(R)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები