სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილი ქართველი და იტალიელი ოპერის მომღერლები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და სხვა  ქართველ და იტალიელ საოპერო მომღერლებს უმასპინძლა.

"ნინო სურგულაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფონდის, "ნატვრის ხის“ ორგანიზებით 27 სექტემბერს, - ჯვართამაღლების დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და შემოსული თანხით  უკრაინელ და ქართველ ბავშვებს დაეხმარება.

შეხვედრაზე სტუმრებმა სხვადასხვა ოპერიდან არიები შეასრულეს და გულთბილი მიღებისათვის დიდი მადლიერება გამოხატეს.  

მისმა უწმინდესობამ კონცერტის წინ მონაწილეები დალოცა და წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები