შალვა პაპუაშვილი - კარგად ვიცით რა არის აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ეს არის ჩვენი ისტორია

"27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანად გააგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა. გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას, არის ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს ერთადერთი ადამიანური გზა ერთმანეთის დასაბრუნებლად. ყველა ვხვდებით, რომ არ არის იოლად გასავლელი, მაგრამ ამავე დროს ყველა ვხვდებით, რომ ეს არის სწორედ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, 27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე შალვა პაპუაშვილმა ჟიული შარტავას გმირობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას და ამის დასტური არის ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც ერთდროულად ტრაგედიას და გმირობას აერთიანებს.

მისი თქმით, დარბაზი, რომელსაც ჟიული შარტავას სახელი ჰქვია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემის დღე, რომელიც ყველას მოგვყვება, როგორც ერთი მხრივ დღე დიდი ტრაგედიისა, რომლითაც რეალურად იწყება რუსეთის მხრიდან საქართველოს ახალი ოკუპაცია, და ამავე დროს დღე, რომელმაც გვაჩვენა გმირობის მაგალითები. ეს დარბაზი ჟიული შარტავას დარბაზია და ატარებს სახელს საქართველოს გმირისა, რომელიც ერთი მხრივ ტრაგედიას და მეორეს მხრივ გმირობის ისტორიას აერთიანებს. გმირობა სწორედ ამას ჰქვია, როდესაც ამ ადამიანთან დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი პერსონალური ისტორია და პერსონალური გმირობა, არამედ, როდესაც ადამიანი ხდება განსახიერება სხვა ბევრი გმირობებისა და ტრაგედიებისა, რომლებიც მაშინ მოხდა და ამით არის ჟიული შარტავა გამორჩეული, როგორც ისტორიული პერსონა. პარლამენტის შენობაში ამ დარბაზის არსებობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს პარლამენტისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას და აქტიურობს.

"ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, სადაც რუსეთი იყო ჩართული. კარგად ვიცით რა არის აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა. ეს არის ჩვენი ისტორია. ჩვენ ამას წლებია, ვუყვებით მსოფლიოს და ვფიქრობ, მსოფლიო ახლა სხვანაირად მომზადებული ყურით და გახსნილი თვალით უყურებს და აღიქვამს ამ ყველაფერს და ჩვენ გვესმის მათ შორის, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სინანულის განცხადება, რომ როდესაც საქართველო აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ რისკების შესახებ ნაწილობრივ თუ სრულად დახშული იყო ეს ყური და არ იყო საქმის მზაობა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას, აქტიურობს და ბევრი რამე წყდება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და საერთაშორისო საზოგადოების ეს რეაქციები ჩვენთვისაც დამაიმედებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები