ვლადიმერ ჩაჩიბაია - რა ვქნათ, უკან გავაბრუნოთ და გავაძლიეროთ რუსეთის შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალით?

შეიცავს თუ არა საფრთხეს პუტინის მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოსვლა და რა უნდა გააკეთოს საქართველომ?  - ამის საკითზე Front News-ს "ქართული ოცნების“ დეპუტატს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას  ესაუბრა.  

- მე, როგორც სამხედრო პირმა, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს რუსეთი ნამდვილად არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ მას აქ მეორე ფრონტის გახსნა სურდეს. ეს ნამდვილად გამორიცხულია,  გარდა ამისა მას სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა, შეიარაღება და ასე შემდეგ. 

ამ ადამიანების შემოსვლა რომ რაიმე  ფორმით რისკებს შეუქმნის ჩვენ ქვეყანას და უსაფრთოების გამოწვევები შეიქმნება, ეს ნაკლებად სავარაუდოა. აღსანიშნავია ისიც, რომ შს მინისტმა გააკეთა უკვე განცხადება და თქვა, რომ ხდება ინტენსიური ფილტრაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, არასასურველი პირების გამოვლენის და უკან გაბრუნების თვალსაზრისით. 

მე ვსვამ კითხვას - ამ ადამიანების შემოშვება არის პროპუტინისტური გადაწყვეტილება თუ არ შემოშვება იქნებოდა? 

რა შემთხვევაში ვართ ჩვენ ამ პროუკრაინელები თუ ანტიუკრაინელები? თუ კონკრეტულ ჯარისკაცს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწვევს და ეს ადამიანი გამორბის, რა თქმა უნდა,  ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ შემოვიდეს, თან მითუმეტეს, რომ საქართველოს იყენებენ, როგორც გასასვლელს, ჭიშკარს მესამე ქვეყანაში გადასასვლელად. რაც უფრო მეტ ჯარისკაცს გამოვაცლით რუსეთის აგრესიულ ძალას ხომ უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინის მხარეს? 

- ამით არ გავაღიაზიანებთ რუსეთს? - „ქართული ოცნება“ ხომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს. 

- ჩვენ რა უნდა ვქნათ? ადამიანი გვეუბნება, მოვდივარ, შემომიშვით.  ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბარიერი. თუ ჩავკეტავთ, რა გამოდის,  ჩვენ პუტინის დირექტივებს ვასრულებთ? ოპოზიციონერის საუბარი მოვისმენე - „რა უბედურებაა, ამდენი რუსი შემოდისო“. აბა რა ვქნათ, უკან გავაბრუნოთ და გავაძლიეროთ რუსეთის შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალით? მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამინები ნაკლებად მოტივირებულები არიან ბრძოლის ველზე წასვლის, მაგრამ როდესაც ბრძოლის ველზე გაიყვან და სროლა ატყდება, მას რა თქმა უნდა, სიცოცხლის გადასარჩენად მოუწევს თავის დაცვა. ისიც გამოკრავს ავტომატის ჩახმახს ხელს, შესაბამისად, მეორე მხარეს ქალი, ბავშვი ან ჯარისკაცი შეეწირება. ეს გვინდა ჩვენ?  პირიქით, რაც უფრო მეტი  ვარგისი ჯარისკეცი გამოეცლება, მით უკეთესი. 

რუსეთში ზოგადად, სამხედრო ვარგისიანობასთან დაკავშირებით არის დიდი პრობლემა, რაც უფრო მეტი სამხედრო ვარგისი წამოვა და ამ ომს აერიდება, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ომის დროულად და მოკლე პერიოდში დასრულებას. 

- საქართველოსთვის ეს არ ქმნის რისკს, თუნდაც სოციალურ ეკონომიკური თვალსაზრისით? 

- ქვეყნისათვის პირიქით, თუ ადამიანი შემოდის ერთი კვირით და გადის, ის  ფულს ტოვებს საქართველოში.  ის ყიდულობს, ქირაობს, ეს დამატებთი შემოსავალია ჩვენს ბიუჯეტში. 

სოციალური პირობა რა უნდა იყოს, სახელმწიფო არანაირ ვალდებულებას არ კისრულობს არცერთი შემოსული ტურისტის მიმართ. ამ შემთხვევაში,  ისინი მოდიან ტურისტის სტატუსით. სახელმწიფომ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითოეულ მათგანზე, როდესაც გაწერილია ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ისინი პირიქით,  შემოდიან და შემოაქვთ ფული, ეს კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ სარგებელს ვიღებთ ზოგადად უკრაინის მიმართულებაზე, - რაც უფრო ნაკლები მეომარი ეყოლება რუსეთს, მით უფრო მალე და უმტკივნეულოდ მორჩება ეს ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. 

ირინა მაკარიძე 

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები