დავით უსუფაშვილი - საქართველომ ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტოს ბელარუსთან

საქართველომ ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტოს ბელარუსთან, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზების ომში გაწვევას ემსახურება. 

"მან კარგად იცის,  რომ აფხაზეთის დიდი უმრავლესობა არის კატეგორიული წინააღმდეგი, რომ სადმე,  რაიმე ომში ჩაერთონ. ლუკაშენკოს ვიზიტი უფრო აფხაზებზე ზეწოლის ინსტრუმენტია, ვიდრე აფხაზებისთვის გაწვდილი ხელი. 

საქართველომ ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაწყვიტოს ბელარუსთან, არავითარ შემთხვევაში. თუ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამ ნაბიჯსაც გადადგამენ, ეს უკიდურესი ზომა მხოლოდ მაშინ არის მისაღები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და პუტინის სახელით დახმარებას დაპირდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები