უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 58 580 (+430) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.09-მდე: ტანკები - 2 325 (+13), ჯავშანტექნიკა - 4 909 (+20), საარტილერიო სისტემები - 1385 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 331 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 175 (+0), თვითმფრინავი - 262 (+0), ვერტმფრენები - 224 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 995 (+6), ფრთოსანი რაკეტები - 246 (+4). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 751 (+9), სპეციალური ტექნიკა - 131 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.