რამაზ საყვარელიძე - ხიფათის, უსიამოვნების განცდა გვაქვს ამდენი რუსი რომ დადის ქალაქში, თორემ რაციონალურად, რატომ არის ეს სახიფათო, მკაფიოდ არ გვესმის

ხიფათის, უსიამოვნების განცდა გვაქვს ამდენი რუსი რომ დადის ქალაქში, თორემ რაციონალურად, რატომ არის ეს სახიფათო, მკაფიოდ არ გვესმის, - ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გავა. 

"ვერსიები გაჩნდა, რატომ შეიძლება იყოს ეს საფრთხის შემცველი.  ზოგიერთი ამბობს, რომ შეიძლება ესენი დივერსანტები არიან, ზოგი ამბობს, რომ ქართველებს სამუშაო ადგილებს წაართმევენ... ჩემი აზრით, ეს  ნაძალადევი ვერსიებია,  ეს ადასტურებს,  რომ გვაქვს ხიფათის, უსიამოვნების განცდა გვაქვს ამდენი რუსი რომ დადის ქალაქში, თორემ რაციონალურად,  რატომ არის ეს სახიფათო, მკაფიოდ არ გვესმის. შეიძლება ოდესმე რაღაც სახიფათო პროცესში გადაიზარდოს, მაგრამ ჯერჯერობით,  ეს ნაკადიც კი არ არის სახიფათო. 

უფრო მეტი ნაკადი მიდის სხვა ქვეყნებში. თურქეთსა და ყაზახეთში უფრო დიდია პუტინისგან გაქცეულების ნაკადი, ვიდრე საქართველოში. აქაც დიდი ნაწილი ჩამოდის და მერე სხვაგან მიდის, სხვა ქვეყანაში. ეს რომ არ იყოს რუსეთიდან და იყოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან წამოსული ადამიანები, ალბათ, ასეთი მძაფრი რეაქცია ლტოლვილების მიღებაზე, არ გვექნებოდა“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

კითხვაზე, ოკუპანტი ქვეყნიდან ადამიანების დიდი მასის შემოსვლის გამო შიშს რატომ მიიჩნევს ირაციონალურად,  საყვარელიძე განმარტავს, რომ რუსეთს ამის გარეშეც შეუძლია  საქართველოზე შეტევა. 

"თქვენც ამბობთ "ოკუპანტი ქვეყნიდან“, რა შეიძლება ქნან ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულმა ადამიანებმა? უსიამოვნოა და ამიტომ შიშია, თორემ ოკუპანტ ქვეყანას ერთი საათის სავალში აქვს ბაზა, თუ მოუნდა შეტევა, დაქოქავენ ტანკებს და გადმოვლენ გზაზე“, -  განაცხადა საყვარელიძემ.  

მისივე  თქმით, შიში იმის შესახებ,  რომ სოციუმი შეიცვლება უსაფუძვლოა.

"როდესაც აღარ იქნება პუტინი და გაწვევის საფრთხე მოიხსნება, ეს ადამიანები დარჩებიან საქართველოში?“- აღნიშნა საყვარელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები