თეა წულუკიანი - ქართული კრივის დაფინანსებას ვაგრძელებთ, მაგრამ მოძალადეს შევუწყვიტეთ დაფინანსება და ეს ასეც არის სწორი

იმ ძალადობის მცდელობის შემდეგ, რაც დავით წიკლაურმა განახორციელა მიმდინარე წლის ივნისში, რეალურად სპორტის სამინისტროსთვის და ჩვენი სისტემისთვის გინდ ყოფილა, გინდა არა, ცარიელი ადგილია, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"ბატონი დავით წიკლაური ეს არის გვარი და სახელი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში, როდესაც „ქართული ოცნება“ რეგიონებში ამომრჩეველს ხვდებოდა, იყო მაშინდელი სპორტის მინისტრის ინსტრუქციით ოპოზიციაზე მოძალადე სპორტსმენი. ამისთვის საკმარისია, რომ თქვენ ამოიღოთ ვიდეოარქივი. მას ამჟამად ჰქვია კრივის ფედერაციის თავმჯდომარე. სინამდვილეში ის იმ ძალადობის მცდელობის შემდეგ, რაც მან განახორციელა მიმდინარე წლის ივნისში, რეალურად სპორტის სამინისტროსთვის და ჩვენი სისტემისთვის არის გინდ ყოფილა, გინდა არა, ცარიელი ადგილია.

ყველა მოძალადე მამაკაცი ქალზე უარყოფს ძალადობას და ეს თქვენ, ქალებმა უნდა იცოდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს გვესმოდეს. ბუნებრივია, ასეთია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალზე მოძალადე ან ძალადობს მოსურნე მამაკაცის რეაქცია, რომ ის თითქოს არაფერ შუაშია. ამიტომ აქ ახალი არაფერი არ ხდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპორტის სამინისტრო არავითარ შემთხვევაში ქართული კრივს და ჩვენს მოკრივეებს, რომლებმაც წელს განსაკუთრებით კარგად იასპარეზეს, არ გაუშვებს ხელს. ჩვენ მათ ხელშეწყობას გავაგრძელებთ, ოღონდ რასაკვირველია, კრივის ფედერაციის გვერდის ავლით. რადგან მათ რეალურად აღარ ჰყავთ ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ ის, ვინც თავს არქმევს ხელმძღვანელს, კულტურის სამინისტროს თვალში ხელმძღვანელი აღარ არის“,- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ქართული კრივის დაფინანსებას სამინისტრო აგრძელებს, დაფინანსება შეუწყდა კრივის ფედერაციას.

"კრივის ფედერაციას დაფინანსების პრობლემა არ ჰქონია იმ ძალადობის მცდელობამდე, რომელზეც მე ვსაუბრობ. კრივის ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება ამ ძალადობის მცდელობის შემდეგ, თუმცა მოკრივეების დაფინანსება გაგრძელდა. ახალგაზრდები, ჩვენი მოკრივეები სამინისტროს დაფინანსებით ასპარეზობენ და არიან გამგზავრებული უცხოეთში. შესაბამისად, ჩვენ ქართული კრივის დაფინანსებას ვაგრძელებთ, მაგრამ მოძალადეს შევუწყვიტეთ დაფინანსება და ეს ასეც არის სწორი“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები