კრემლმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის თარიღი გამოაცხადა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, "რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა“.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ფედერალური კრებისადმი მოგვიანებით იგეგმება.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.

მსგავსი სიახლეები