მურმან დუმბაძე - თუ ფული მოიტანა, მერე რა? ბიძინა ივანიშვილმაც მოიტანა ფული 2012-ში, ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ფულის გავლენის ქვეშ

მოოლიგარქო ტიპები აღარ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამაში, რა თქმა უნდა,  ვეთანხმები მელიას, - ამის შესახებ "ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ახლა სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს.  "ყველა ერთმანეთს ვჭირდებით ჩვენ. სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ.  

"ვითანამშრომლებ ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ  დღეს ოლიგარქი ივანიშვილის სახით გვყავს რუსული მთავრობა და ეს მთავრობა არის გასაძევებელი,  ნიკა მელიამ თქვა, რომ არ უნდა დავუშვათ მომავალში ოლიგარქიული მთავრობა.  

კეზერაშვილი ვერ იქნება ოლიგარქი, განმარტებას ჩავხედოთ ენციკლოპედიაში, ოლიგარქი საქართველოში არის ერთადერთი კაცი, კეზერაშვილი საერთოდ არაა პოლიტიკაში, ის არის უცხოეთში წასული ადამიანი, რა გავლენა უნდა მოახდინოს მურმან დუმბაძეზე და პოლიტიკურ პროცესზე? გასაგებია, თუ ფული მოიტანა, მერე რა? ბიძინა ივანიშვილმაც მოიტანა ფული  2012-ში, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი მე? ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ფულის გავლენის ქვეშ.

მაგრამ ზოგად განმარტებაში, რომ მოოლიგარქო ტიპები აღარ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები მელიას, კეზერაშვილის წერილიც წავიკითხე, არც ისაა უშინაარსო წერილი. ის არ უარყოფს, რომ კავშირი აქვს საქართველოს პოლიტიკასთან, იმდენად, რამდენადაც არ უნდა საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს, მაგრამ ნიკა მელიას განცხადებაც, რომ არ დავუშვებთ სამომავლოდ ახალი ოლიგარქების მოყვანას, ესეც ყველამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები